ფეხბურთი

12:38 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანმა რჩეულებს უხმო

კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოს პეკერმანმა 2015 წელს ჩილეში გასამართი კოპა ამერიკისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

კოლუმბიური პრესის ინფორმაციით, პეკერმანმა შეკრებაზე 30 მოთამაშეს უხმო:

მეკარეები: დავიდ ოსპინა (“არსენალი”, ინგლისი), კამილო ვარგასი (“ატლეტიკო ნასიონალი”), კრისტიან ბონილია (“ლა ეკიდად”).

მცველები: პედრო ფრანკო (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ჯეისონ მურილიო (“გრანადა”, ესპანეთი), ედერ ალვარეს ბალანტა (“რივერ პლეიტი”, არგენტინა), კრისტიან საპატა (“მილანი”, იტალია), ფრანსისკო მესა (“სანტა-ფე”), კარლოს ვალდესი (“ნასიონალი”, ურუგვაი), პაბლო არმერო (“ფლამენგო”, ბრაზილია), სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), კამილო სუნიგა (“ნაპოლი”, იტალია), დარვინ ანდრადე (“სტანდარდი”, ბელგია).

ნახევარმცველები: იოხან მოხიკა (“ვალიადოლიდი”, ესპანეთი), ალეკსანდერ მეხია, ედვინ კარდონა (ორივე “მონტერეი”, მექსიკა), ედვინ ვალენსია (“სანტოსი”, ბრაზილია), კარლოს სანჩესი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), ფრედი გუარინი (“ინტერი”, იტალია), აბელ აგილარი (“ტულუზა”, საფრანგეთი), ხუან ფერნანდო კინტერო (“პორტუ”, პორტუგალია), ხუან კუადრადო (“ჩელსი”, ინგლისი), ჰამეს როდრიგესი (“რეალი”, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ლუის ფერნანდო მურიელი (“სამპდორია”, იტალია), ვიქტორ იბარბო (“რომა”, იტალია), ანდრეს რენტერია (“სანტოს ლაგუნა”, მექსიკა), ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”, პორტუგალია), თეოფილო გუტიერესი (“რივერ პლეიტი”, არგენტინა), კარლოს ბაკა (“სევილია”, ესპანეთი), ფალკაო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).

პეკერმანი ჩამოთვლილთაგან 23 ფეხბურთელს შეარჩევს. კოპა ამერიკა ჩილეში 11 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდება. კოლუმბიელებს მეტოქეებად ჩ ჯგუფში ბრაზილიის, პერუსა და ვენესუელის ნაკრებები ჰყავთ. ტურნირის დაწყებამდე კოლუმბიელები 6 ივნისს ამხანაგურ მატჩს კოსტა-რიკასთან ჩაატარებენ.

0.125062