ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2015-16 წლების სეზონის “ოთხთა ფინალის” მატჩებს ბერლინის O2 არენა მიიღებს, რომელსაც ივლისში Mercedes Benz Arena ეწოდება. გერმანიის დედაქალაქი ევროლიგის გადამწყვეტ მატჩებს ბოლოს 2009 წელს მასპინძლობდა.
შეგახსენებთ, რომ წლეულს “ოთხთა ფინალის” თამაშები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შედგება. 15 მაისს, ნახევარფინალურ მატჩებში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეხვდება, მადრიდის რეალი კი თურქულ “ფენერბაჰჩეს” დაუხვდება.