უახლოეს მომავალში იგეგმება ფიდესა (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) პრეზიდენტების კირსან ილუმჟინოვისა და თომას ბახის შეხვედრა, რომლებიც ფიდეს სოკში გაერთიანების შესახებ იმსჯელებენ.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა გია გიორგაძემ განაცხადა.
„თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალში ფიდე სოკის წევრი გახდება. მოჭადრაკეები ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ“ - თქვა გიორგაძემ.