ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მ ლიგა 1-ის 36-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “პარის სენ-ჟერმენიდან” და “კაენიდან” არიან წარდგენილები.
36-ე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ვერკუტრი (“კაენი”);
მცველები: პერინი (“სენტ-ეტიენი”), აბდენური (“მონაკო”), ორიე (პსჟ), იმორუ (“კაენი”);
ნახევარმცველები: მოსტეფა (“ლორიანი”), ვერატი (პსჟ), როლანი (“ბორდო”), ბენეზეტი (“კაენი”);
თავდამსხმელები: ნ’გოგი (“რეიმსი”), კავანი (პსჟ).