ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდერ იტურასპემ “ბილბაოსთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019-წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ანდერის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო იქნება. ძველ ხელშეკრულებას ყავლი 2017 წელს გასდიოდა.
26 წლის ჩამშლელმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.