ფეხბურთი

17:35 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ბორინის დამატებას გეგმავს

რომაული “ლაციო” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდის ფაბიო ბორინის დამატებას ეცდება – იუწყება “არწივების” ფან-კლუბი Laziales.Com

თუ “ლაციო” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოხვდა, კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას ეცდება და ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვალიფიციური ფორვარდის დამატება იქნება, რათა 36 წლის მიროსლავ კლოზეს ღირსეული კონკურენტი ჰყავდეს.

24 წლის ფორვარდი “ლივერპულის” ძირითადში ვერ ხვდება და წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა (18 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა). ამიტომაც, აღნიშნული ვარიანტი მისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. ფაბიოს მერსესაიდულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 6.16 მილიონი ფუნტი ღირს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ტრანსფერი დააბრკოლოს ფეხბურთელის წარსულია. ის 2011/2012 წლების სეზონში “ლაციოსთვის” საძულველი თანაქალაქელის “რომას” ღირსებას იცავდა.

0.114251