ინგლისის ნაკრების გამოცდილი მცველი გლენ ჯონსონი შესაძლოა მშობლიურ “ვესტ ჰემში” დაბრუნდეს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი
30 წლის მცველს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, ჯონსონი თავისუფალი აგენტი ხდება და მომავალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ გლენი “ვესტ ჰემის” აღზრდილია და “ჩაქუჩების” ძირითად გუნდში 2002/2003 წლების სეზონში გამოდიოდა (16 მატჩი ჩაატარა), საიდანაც ლონდონის “ჩელსის” მიაშურა.
ჯონსონმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.