სხვა

15:54 | 11.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მაისის ბაშოს სენსაციური სტარტი

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სენსაციურად აიღო სტარტი ზაფხულის ბაშომ. პირველივე დღეს მარცხი განიცადა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება. “თეთრ ფენიქსს” კომუსუბი იჩინოჯომ ცუკიოტოშით აჯობა. ნაცუ ბაშოს მე-2 დღეს ჰაკუჰომ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი დაამარცხა, თუმცა კი, ლიდერებს უკვე ჩამორჩება.

მაისის სუპერტურნირი წარუმატებლად დაიწყო ქართველი სეკიტორებისთვის. დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა ჯერ ოძეკი კოტოშოგიკუსთან წააგო, შემდეგ კი იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გაგამარუს, ის, დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ტამავაშის და აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კიტატაიკის ვერ გაუმკლავდა.

ნაცუ ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინს კიდევ ერთი ურთულესი დაპირისპირება ელის, რადგანაც ჰაკუჰოს წინააღმდეგ დადგომა მოუწევს. ქართეველ სუმოისტს მონღოლთან ზედიზედ 17 ბრძოლა აქვს წაგებული. თავის მხრივ, გაგამარუ დასავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოფუჯის გაეჯიბრება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 2:3 მარცხდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:18 | 17.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რაფა მილანში წაიყვანეთ პირველივე წელს გაიყვანს გუბდს ლიგაზე.ვესთ ჰემში არ წახვიდე რაფა რამე სერიოზული გუნდი მონახე

16:54 | 17.05.2018
mjgiri (8951)

ძაან დაჩაგრავენ იტალიელი მწვრთნელები ბენიტესს ტაქტიკურად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065179
სარეკლამო ადგილი - 99
X x X