ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას გუნდის საუკეთესო გოლეადორის კარლოს ტევესის შენარჩუნება სურს. La Gazzetta dello Sport-ი ცნობით, “ბებერმა ქალბატონმა” ტევესს კონტრაქტის გახანგრძლივება 2017 წლამდე შესთავაზა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, არგენტინელი შემტევი სეზონში 5 მილიონს ევროს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფეხბურთელი.
ტევესს მიმდინარე კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. თავდამსხმელმა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 31 მატჩში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 11-ჯერ მოირგო “იუვენტუსის” მაისური და მეტოქის მეკარე 7-ჯერ დაამწუხრა.