ფეხბურთი

16:21 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა მიმდინარე წლის ზაფხულში 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ესპანური წყარო იუწყება, რომ ფეხბურთელმა თავად სთხოვა “იუვეს” კლუბიდან წასვლა. შესაბამისად, ტურინელები მზად არიან ფრანგის ტრანსფერით იხეირონ. ფეხბურთელით პსჟ, “მანჩესტერ სიტი” და კატალონიის “ბარსელონა” არიან დაინტერესებულნი.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა მომავალი ელის პოგბას. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 3 კვირაში გაიხსნება და სამი თვის განმავლობაში გადაწყდება დატოვებს თუ არა ფრანგი “იუვენტუსს”.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 35 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 45-დან 50 მილიონ ევრომდე აიწია.

0.101751