ჩოგბურთი

15:33 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა სარეიტინგო ამბები

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ ბორდოში იმყოფება, სადაც 85-ათასევროიან ჩელენჯერში ითამაშებს.

ბასილაშვილი ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ მეტოქედ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ეყოლება. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ნიკოლოზს 403 ქულით 136-ე ადგილი უკავია.

საფრანგეთშივე, სენტ გოდენის 50-ათასიან ტურნირში ჩაერთო ოქსანა კალაშნიკოვა. ის და სლოვაკი იანა ჩეპელოვა მე-3 ნომრად არიან განთესილნი და წყვილთა შეჯიბრში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

ერთეულთა ტურნირის კვალიფიკაციაში კალაშნიკოვამ ფრანგი ჰარმონი ტანი 1:6, 7:6 (7:3), 3:0 (მეტოქემ თამაშის გაგრელებაზე უარი თქვა) დაამარცხა, შემდეგ კი კიდევ ერთ მასპინძელ ჯადე სუვრიჯინთან 3:6, 4:6 წააგო.

ტუნისში 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს ძალებს სოფო შაფათავა. ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.

პოლონეთში რჩება სოფო ქვაცაბაია, რომელმაც გასულ კვირაში პუშჩიკოვოში 10-ათასიან ტურნირზე იმარჯვა, ამჯერად კი, ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე შეჯიბრში ჟიელონა გორაში ჩაებმება. მე-4 ნომრად განთესილი ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება.

ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში მოსინჯავს ძალებს თამარ ჭალაგანიძე.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ კლასიფიკაციაში ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 243 (243). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 328 (334). ეკატერინე გორგოძე – 110; 394 (403). სოფო ქვაცაბაია – 81; 562 (561). მარიამ ბოლქვაძე – 38; 653 (650). ოქსანა კალაშნიკოვა – 28; 877 (896). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1113 (1118). თამარ კუტუბიძე – 5; 1204 (1150). თამარ ჭალაგანიძე – 4;

0.132406