“რეალის” და “ბარსელონას” ყოფილმა შემტევმა ბრაზილიელმა რონალდომ მესიზე და რონალდუზე ისაუბრა. ბრაზილიელი ვარსკვლავი თავის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
“ტრიო - მესი, რონალდუ, ნეიმარი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ბოლო შვიდი წელია მესი და რონალდუ “ოქროს ბურთს” იგებენ, ნეიმარი ის ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია პორტუგალიელს და არგენტინელს კონკურენცია გაუწიოს. ვეთანხმები ზინედინ ზიდანის მოსაზრებას, რომ მესი, რონალდუ, ნეიმარი წარმოუდგენლად ძლიერები არიან, მაგრამ მათ ვარსკვლავის თვისებები აკლიათ. ზიდანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ფეხბურთზე ხშირად ვლაპარაკობთ. დღესდღეობით ზინედინი მწვრთნელია, რომელი პროფესიაც მე არ მხიბლავს. ფეხბურთში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ ამას, როცა ვთამაშობ კუნთები მტკივა. კარიერა საზარდულის ტრავმის გამო დავასრულე, ეს იყო ყველაზე საშინელი ტკივილი, რაც კი ოდესმე განმიცდია” – განაცხადა რონალდომ.