ამსტერდამის “აიაქსს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საკუთარი აღზრდილის რაფაელ ვან დერ ვაარტის დაბრუნდება სურს – იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ჰოლანდიური გრანდი მზადაა, რომ რაფაელს წლიურ ხელფასად მილიონი ევრო დაუნიშნოს. გამოცდილ მოთამაშეს 30 ივნისს “ჰამბურგთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება და შესაბამისად, ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.
32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი “აიაქსში” 1999-2005 წლებში თამაშობდა და 156 გამართულ მატჩში 63 გოლის გატანა მოახერხა.