ფეხბურთი

14:40 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი სათადარიგოთა სკამზეც თანახმაა

“მარკას” ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს იკერ კასილიასს მადრიდის “რეალში” დარჩენა კონტრაქტის ვადის გასვლამდე სურს. ვეტერან გოლკიპერს “სამეფო გუნდთან” ხელშეკრულება 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში იკერს გულშემატკივრები აკრიტიკებენ და ესპანური მედიის ინფორმაციით, დროა “რეალმა” კასილიასის შემცვლელი დროულად მოძებნოს. გავრცელებული ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ესპანელს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ ესაუბრა.

ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ იმ შემთხვევაში თუ “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” დავიდ დე ხეას ყიდვას მოახერხებს, 33 წლის იკერი მზადაა მადრიდულ გრანდში მეორე ნომრადაც ითამაშოს.

კასილიასმა 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე “რეალის” მაისურით 723 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად 18 ტურნირი მოიგო.

0.116784