ფეხბურთი

14:06 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინის “სიტისა” და გვარდიოლას შეთანხმებაზე არაფერი სმენია

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პეპ გვარდიოლასა და “ქალაქელების” შეთანხმების შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “არ წამიკითხავს, არ გამიგია რაიმე ცნობა გვარდიოლასთან დაკავშირებით და არც არავის უთქვამს ჩემთვის ამ ამბის შესახებ.”

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გრანდი უკვე შეუთანხმდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცს და მომდევნო სეზონიდან ესპანელი “სიტის” ჩაიბარებს. გვარდიოლას გერმანელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110843