საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ (2603) აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა.
შეჯიბრში პირველობა მასპინძელთა წარმომადგენლებმა ელტაჯ საფარლიმ (2640) და გადირ გუსეინოვმა (2612) გაინაწილეს 9-დან 7-7 ქულით. ფანცულაიამ ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და 6.5 ქულით მესამე საფეხურზე განთავსდა.
5.5 ქულა მიითვალა ლუკა პაიჭაძემ (მე-15 ადგილი), 5 ქულა – ირაკლი ბერაძემ (19), 4-4 ქულა ჰქონდათ აქტივში გიორგი სიბაშვილს (40) და ნინო ხომერიკს (45), ხოლო ნინო ხურციძემ (50) და ბაჩანა მორჩიაშვილმა (2322) 3.5-3.5 ქულას მოუყარეს თავი.