კალათბურთი

12:45 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეფემ” გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო,  “კლიპერსმა” “ჰიუსტონი” გაანადგურა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგოსა” და “კლივლენდ კავალიერსის” მატჩის დასრულებამდე 1 წამიღა იყო დარჩენილი და ანგარიში 84:84 იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრაში 8-ჯერ დაკარგა ბურთი, “მეფემ” ბოლო წამზე ორქულიანი ჩააგდო და “კლივლენდმა” 86:84 მოიგო. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. “ხარების” მარცხის ერთ-ერთი განმაპირობებელი პო გასოლის არყოფნა გახლდათ, ესპანელმა მუხლის ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა დერეკ როუზმა ჩააგდო. “კლივლენდში” 25 ქულით, 14 მოხსნით და 8 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. სერიის მეხუთე თამაში 13 მაისს ჩიკაგოში გაიმართება.

“ლოს ანჯელეს კლიპერსმა” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონ როკეტსი” 128:95 გაანადგურა. ტეხასლებმა პირველი პერიოდი სამი ქულით მოიგეს, ხოლო მომდევნო სამ პერიოდში ყველაფერი ლოს ანჯელესელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. “კლიპერსში” 26 ქულით და 17 მოხსნით დეანდრე ჯორდანი გამოირჩა, “ჰიუსტონში” ჯეიმს ჰარდენი 21 ქულით საუკეთესო იყო. სერიას “კლიპერსი” 3:1 იგებს. მეხუთე მატჩში 13 მაისს ჰიუსტონში გაიმართება.

“ჩიკაგო ბულზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 84:86 (28:26, 17:23, 23:12, 16:25)

“ჩიკაგო”: როუზი (31 ქ. 4 პ.), ბატლერი (19 ქ. 5 მ.), ნოა (8 ქ. 15 მ.), სნელი (7 ქ.), გიბსონი (6 ქ. 8 მ.), ჰაინრიხი (4 ქ.), დანლივი (4 ქ.), მიროტიჩი (3 ქ.), ბრუქსი (2 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (25 ქ. 14 მ. 8 პ.), მოზგოვი (15 ქ. 9 მ.), სმიტი (13 ქ.), ირვინგი (12 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 7 მ.), შამპერტი (5 ქ.), დელავედოვა (2 ქ.), პერკინსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=CpTaxAY0b4A

სერიაში ანგარიში 2:2

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 128:95 (30:33, 30:21, 43:25, 25:16)

“კლიპერსი”: ჯორდანი (26 ქ. 17 მ.), გრიფინი (21 ქ. 8 მ.), რედიკი (18 ქ.), პოლი (15 ქ. 12 პ.), კროუფორდი (13 ქ.), რივერსი (12 ქ.), ჰეივსი (8 ქ.), ბარნსი (7 ქ. 8 მ.), ჰადსონი (4 ქ.), ჯონსი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (21 ქ. 8 მ. 6 პ.), არიზა (18 ქ. 8 მ.), ტერი (16 ქ.), ჯონსონი (10 ქ.), ჯონსი (10 ქ.), ჰოვარდი (7 ქ.), ბრიუვერი (4 ქ.), პრიჯიონი (3 ქ.), პაპანიკოლაუ (2 ქ.), კაპელა (2 ქ.), სმიტი (1 ქ.), დორსი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=f3vi5xs-xEE

სერიაში ანგარიში 3:1

0.150175