ფეხბურთი

11:45 | 11.05.2015 | ნანახია 1795 - ჯერ

დე ბრუინს ხუთი მთხოვნელი ჰყავს, “ვოლფსბურგი” გასაყიდად მზადაა

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ევროპის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა.

Bild-ის ცნობით, 23 წლის ბელგიელით ერთბაშად ხუთი ევროპული გრანდია დაინტერესებული - “ბაიერნი”, პსჟ, მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

არჩევანის გაკეთება ნამდვილად ღირს და დე ბრუინის შეფერხებას არც “ვოლფსბურგი” აპირებს, ოღონდ, კევინის შეძენის მსურველს 50-იდან 70 მილიონამდე ევროს გადახდა მოუწევს. ასეთი ფასი კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებულმა კონტრაქტმა განაპირობა, რომელსაც ვადა 2019 წელს ეწურება.

გერმანიის ბუნდესლიგის მომდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში დე ბრუინმა 10 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 11.05.2015
S.A.F. (2852)

ეს 30ზე მეტი არ ღირს!!!!!


გადაირია სამყარო ბლიაძ?

20:02 | 11.05.2015
burusa (2031)

მოდი პაპასთანნ ბავარიაში

19:34 | 11.05.2015
შალვა–12 (40)

ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ამდენი მსურველი მხოლოდ ერთი კარგი სეზონის გამო!

14:37 | 11.05.2015
Torres9 (12692)

ეეეჰ არადა მგლების იმედი მქონდა გაისად ლიგაზე

14:02 | 11.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Midit sheixebo ajobet yvelas da moiyvanet sitshi

13:42 | 11.05.2015
ფლიპი (2755)

მაგარია ეს ძაან.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

კი სჯობია ოსკარს.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

ეს მე მგონი ჩელსიდან გადავიდა ვოლფსბურგში. რა ბიჭი გაუშვიათ ...

12:23 | 11.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

გენიალური შედეგი დადო.. 10 გოლი, 20 საგოლე გადაცემა.. არანორმალურად მაგარი შედეგია

12:02 | 11.05.2015
stoikovich (5984)

ვინც დაითრევს მაგარი შენაძენი იქნება.

0.122599