“ლივერპულის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ლონდონის “ჩელსისთან” “სტემფორდ ბრიჯზე” ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ ჟოზე მოურინიოს მისი გადაბირება სამჯერ სურდა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმაც აღნიშნა, რომ ინგლისელის გადაყვანა “ჩელსის”, მილანის “ინტერის” და მადრიდის “რეალის” თავკაცობის პერიოდში უნდოდა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა.
“სამჯერ მქონდა მოურინიოს გუნდში თამაშის შანსი თუ “ლივერპულის” გვერდში აღარ ვიქნებოდი. მან გაიგო თუ რატომ არ მინდოდა სხვა გუნდში გადასვლა, მიზეზი მარტივია: “ლივერპული” მიყვარს. ჩემთვის ორი ტურნირის მოგება “მერსისაიდელებთან” უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მომეგო “რეალში”, “ინტერსა” და “ჩელსიში” ათი ტიტული.” – განაცხადა ჯერარდმა.
ჯერარდმა კარიერა “ლივერპულში” 1998 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩატარებულ 706 მატჩში 183 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის ბოლოს კი სტივენი კარიერას ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში გააგრძელებს.