ფეხბურთი

11:18 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” პოგბასთვის 70 მილიონს გაიღებს

“მანჩესტერ სიტის” სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენა და მიზნის მისაღწევად თანხას არ დაიშურებს.

Daily Mail-ის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 95 მილიონი ევრო) გადაიხადოს პარალელურად, ფრანგი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციოს.

მოცემული მომენტისთვის “სიტიში” ყველაზე მაღალი ხელფასი ნახევარმცველ იაია ტურეს აქვს - მისი ყოველკვირეული შემოსავალი 220 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. წყაროს ინფორმაციით, კლუბმა ფინანსური ფეირ პლეის წესი რომ არ დაარღვიოს, პოგბას შეძენის შემთხვევაში რამდენიმე მაღალანზღაურებად ფეხბურთელს გაყიდის, მათ შორის ტურესაც, რომლის შეძენით მილანის “ინტერია” დაინტერესებული.

პოგბას შეძენა ფრანგულ პსჟ-ს და ორ ესპანურ გრანდს - “ბარსელონას” და მადრიდის “რეალსაც” სურთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიელებმა ტურინელებს ფრანგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ “იუვენტუსისგან” უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა ინგლისში და კონკრეტულად “მანჩესტერ იუნაიტედში” 2010-2012 წლებში ირიცხებოდა, მაგრამ პრემიერლიგის მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 68 წუთი გაატარა. ამის შემდეგ ფრანგმა “იუვენტუსს” მიაშურა, გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

0.114847