სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:44 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგმა” კრუზე გაიფორმა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუხენგლადბახის “ბორუსიას” თავდამსხმელი მაქს კრუზე 1 ივლისიდან კარიერას “ვოლფსბურგში” გააგრძელებს. “მგლების” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაქსის ამჟამინდელ და სამომავლო კლუბებს ტრანსფერის დეტალები არ გაუმჟღავნებიათ. კრუზეს “ბორუსიასთან” ხელშეკრულება 2017 წლის ივლისამდე აკავშირებდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 12 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის მოთამაშემ 40 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.132123