ფეხბურთი

0:59 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მგლებმა” სუსტის დანდობა არ იციან

“ვოლფსბურგს” ნაკლებად აინტერესებს აუტსაიდერთა ამბები, ჩავიდა პადერბორნში და სამი ქულა აიღო. დიტერ ჰეკინგის გუნდს თავადაც სჭირდებოდა მოგება, რადგანაც მეორე ადგილზე გასვლა სურს. მე თქვენ გეტყვით, ყოველწლიურად ამ პოზიციებზეა... კვლავ მოვიდა გოლების იშტაზე ჰოლანდიელი ბას დოსტი, რომელმაც დუბლი მიითვალა. დოსტმა ერთი პერიოდი ზედიზედ გოლების საოცარი სერია გამოაცხო, მერე შეაჩერა სვლა და აი, “პადერბორნი” აღარ დაინდო.

ცხრილს რომ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ გავარდნის საფრთხე 6 გუნდს ემუქრება. ამ ექვსიდან “ჰერტას” ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც. “პადერბორნიც” ამ სიაშია, მაგრამ “მგლებმა’ დანდობა არ იციან.

“კიოლნმა”, რომლმაც სტაბილური და კარგი სეზონი ჩაატარა (პოტენციალის გათვალისწინებით), ამჯერად “შალკეს” 2:0 მოუგო. რობერტო დი მატეოს გუნდი ევროპის ლიგაზე გასასვლელ პოზიციაზე რჩება, მაგრამ კონკურენტებიც ახლოს ჰყავს. ბოლო ორი თვეა, “შალკეს” თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

დოსტზე ვთქვით და აღვნიშნოთ, რომ 16 გოლით მესამე ადგილზეა ბომბარდირთა შორის, მაგრამ ალექსანდრ მაიერსა (“აინტრახტი”, 19 გოლი) და არიენ რობენს (“ბაიერნი”, 17 გოლი) ამ სეზონში თამაში ვეღარ მოუწევთ ტრავმების გამო. ჰოლანდიელს აქვს შანსი, რომ პირველზე გავიდეს, თუმცა 16 გოლი აქვს აქტივში რობერტ ლევანდოვსკისაც.

პადერბორნი – ვოლფსბურგი 1:3 (0:2)

პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰაინლოთი (კოჩი 46), ჰანემაიერი, რაფა, ბაკალორცი (ლაკიჩი 66), ვრანჩიჩი (საგლიკი 77), ბრიუკნრი, რუპი, შტოპელკამპი, ვუჩინოვიჩი, კაჩუნგა

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტიმ კლოზე, ნალდო, ტრაში, როდრიგესი (შეფერი 78), გულავოგი, ლუის გუსტავო, დე ბრუინი, პერიშიჩი (შიურლე 83), კალიჯური (არნოლდი 61), დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 0:1 ტიმ კლოზე (16), 0:2, 0:3 დოსტი (25, 82), 1:3 რუპი (90)

გაფრთხილება: კალიჯური (46), დოსტი (72), პერიშიჩი (77)

მსაჯი: შმიდტი

ბურთის ფლობა: 51-49, დარტყმა: 16 (4) – 10 (5), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 8-16

კიოლნი-შალკე 2:0 (1:0)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, ჰექტორი, მარო, ვიმერი, ლემანი, ნაგასავა (გერჰარდტი 70), რისე, ფიოგტი, ოსაკო (მავრაი 90), უჯა (სვენტო 59)

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

შალკე: ფერმანი, აოგო, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, ჰიოგერი, დრაქსლერი (მაიერი 64), კ-პ. ბოატენგი (ფარფანი 60), გორეცკა (ბარნეტა 75), ნოიშტადტერი, ლეროი სანე, ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

გოლები: 1:0 რისე (34), 2:0 გერჰარდტი (59)

გაფრთხილება: ფარფანი (65), ჰიოვედესი (67), ჰექტორი (70)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 13 (6) – 5 (1), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 10-16

თეგებიბუნდესლიგა
0.139317