ფეხბურთი

21:25 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება?

27-ე ტურის შემდეგ ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბევრი რამ გაირკვა. ლიდერმა გორის “დილამ” შინ “კოლხეთს” ირაკლი მოდებაძის გოლით მოუგო და რადგან ტურის მთავარ შეხვედრაში ბათუმელი და თბილისელი დინამოელები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ახლა, ტურნირის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, გორელები უშუალო მდევარ ბათუმის “დინამოს” უკვე ხუთი ქულით უსწრებენ. თუ მათ დარჩენილ კალენდარს გავითვალისწინებთ (“სამტრედიასთან” და “მერანთან” სტუმრად, “ვიტ ჯორჯიასთან” შინ), ქულების დაკარგვა ნაკლებად სავარაუდოა. სამტრედიელებს და მარტვილელებს, ფაქტობრივად, სატურნირო მოტივაცია აღარ გააჩნიათ, “ვიტ ჯორჯია”კი ბოლო ადგილზე დგას და გავარდნის მთავარი კანდიდატია. ეს არ ნიშნავს, რომ გორელები ქულათაAმაქსიმუმს აიღებენ, მაგრამ ორი მატჩიც რომ მოიგონ, მათი დამწევი აღარვინაა. თუ ასე მოხდა, გორელები მეშვიდე გუნდი გახდებიან, ვისაც ქვეყნის ჩემპიონობა მოუპივებია. შვიდი კი, მოგეხსენებათ, საკრალური ციფრია (ეს ცოტა ხუმრობით) და ეგებ ევროტურნირზეც გაუმართლოთ და საქართველოს წარმომადგენელი დიდი ხნის შემდეგ რომელიმე თასის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილოთ. მით უმეტეს, რომ ზაფხულში გორელები საგრძნობლად გაძლიერებას აპირებენ, მარცვალაძის ამბავი თითქმის გადაწყვეტილია, ასევე საუბარია რევიშვილის, ნავალოვსკისა და ილურიძის დამატებაზე. ვნახოთ.

დღემდე კი საქართველოს ჩემპიონობის პატივი ექვს გუნდს რგებია: თბილისის “დინამოს” – (15-ჯერ), “ტორპედოს” (3), “ვიტ ჯორჯიას” (2), “ზესტაფონს” (2), “მეტალურგს” (2) და “სიონს” (1).

“სამტრედიამ” ლანჩხუთში “გურიასთან” წააგო და როგორც ჩანს, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას საბოლოოდ დაემშვიდობა. ახლა მათი მთავარი საზრუნავი თასის ფინალში წარმატებით თამაშია. “ზუგდიდმა”და “ჩიხურამ” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. “ტორპედომ”კი ბოლოსკენ გატეხა “სიონი.”

მარტვილში “მერანმა” “მეტალურგს” 3:0 მოუგო. ეს ჭყონდიდელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ, თუ ამას “ზესტაფონთან” ტექნიკურ მოგებასაც დავუმატებთ, ბოლო სამ ტურში 9 ქულა გამოდის, შედეგად მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. რუსთაველები კი მიჯრით მერვედ დამარცხდნენ. გაზაფხულზე 12 მატჩში მათ მხოლოდ ერთი ქულა აიღეს (11 წაგება, ერთი ფრე). მიზეზი გასაგებია, უფულობა.

“შუქურამ” კი სტუმრად მეორე აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა.

8 მაისი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 0:1 (0:0)

0:1 ზვიად მეტრეველი (70)

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (0:0)

1:0 აკაკი შულაია (47), 2:0 დათა ციცხვაია (49), 3:0 ნოდარ კიკნაველიძე (75)

9 მაისი

დინამო (ბათუმი) – დინამო (თბილისი) 0:0

გურია (ლანჩხუთი) – სამტრედია 3:1 (2:0)

1:0 ვილი ისიანი (19), 2:0 დიმიტრი ზოზულია (42), 2:1 დიმიტრი ზოზულია (50, საკუთარ კარში), 3:1 იური შეველი (90)

ზუგდიდიჩიხურა (საჩხერე) 1:1 (1:1)

1:0 დავით მეგრელიშვილი (35), 1:1 ლაშა ჩიკვაიძე (38)

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)

1:0 ვახტანგ კვარაცხელია (89)

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (0:0)

1:0 ირაკლი მოდებაძე (46)

ცხინვალიზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება ზესტაფონს)

28-ე ტური. 13 მაისი. ოთხშაბათი. კოლხეთი – მერანი, სიონი – დინამო (ბთ), სამტრედია – დილა, მეტალურგი – ვიტ ჯორჯია, შუქურა – ცხინვალი, დინამო (თბ) – ზუგდიდი, ჩიხურა - გურია

1. დილა 27 17 6 4 45:20 57
2. დინამო (ბათუმი) 27 16 4 7 34:22 52
3. დინამო (თბილისი) 27 15 6 6 44:26 51
4. ცხინვალი 27 15 3 9 39:34 48
5. სამტრედია 27 12 6 9 35:26 42
6. ჩიხურა 27 11 7 9 35:31 40
7. გურია 27 10 8 9 33:36 38
8. შუქურა 27 10 7 10 33:35 37
9. ტორპედო 27 9 10 8 35:30 37
10. მერანი 27 9 8 10 26:25 35
11. კოლხეთი 27 8 9 10 27:29 33
12. ზუგდიდი 27 7 9 11 20:35 30
13. ზესტაფონი 27 6 8 13 40:52 26
14. მეტალურგი 27 6 6 15 22:38 24
15. სიონი 27 6 5 16 25:43 23
16. ვიტ ჯორჯია 27 6 4 17 26:37 22

მეგოლეები:

14 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამოთბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.117769