ფეხბურთი

12:45 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდს კლევერლის “ასტონ ვილაში” დატოვება სურს

ბირმინგემის “ასტონ ვილას” თავკაცმა ტიმ შერვუდმა განაცხადა, რომ ტომ კლევერლისთან თანამშრომლობით კმაყოფილია და სურს ნახევარმცველმა გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს.

25 წლის მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ბირმინგემულ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით თამაშობს. კლევერლის “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

“მისი შენარჩუნებით მოხარულნი ვიქნებით, მაგრამ მას ჩვენს გარდა სხვა შემოთავაზებებიც აქვს.” – აღნიშნა შერვუდმა და იქვე ხუმრობით თქვა – “კლევერლის უკვე ვუთხარი, თუ ჩვენთან კონტრაქტს არ გააფორმებს, თასის ფინალშიც ვერ ითამაშებს.”

ტომ კლევერლიმ მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და “ასტონ ვილას” გულშემატკივრების გული სამჯერ გაახარა.

0.112354