კალათბურთი

11:33 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირსმა “ვაშინგტონს” მოაგებინა, “დათვებმა” “მეომრები” დაჯაბნეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ვაშინგტონი” შინ “ატლანტას” დაუპირისპირდა. დედაქალაქელები გუნდის ლიდერის ჯონ უოლის გარეშე ასპარეზობდნენ. მატჩის ბოლო წამებზე ანგარიში თანაბარი 101:101 იყო, ვეტერანმა პოლ პირსმა 2-ქულიანი გაუშვა, ბურთი ფართან კონტაქტის შემდეგ კალათში ჩაეშვა და “ვაშინგტონმა” 103:101 მოიგო. “ვაშინგტონს” 17-17 ქულით სამმა კალათბურთელმა ულიდერა (პორტერი, ბილი, ნენე). “ქორებში” ტიგი და შროდერი გამოირჩნენ 18-18 ქულით. სერიაში დედაქალაქელები 2:1 აწინაურდნენ, მეოთხე მატჩი ვაშინგტონში 12 მაისს გაიმართება.

“მემფის გრიზლიმ” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტს” 99:89 მოუგო. გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “დათვებმა 32:19 მოიგეს. “ოქროსშტატელების” მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სამქულიანებია. ოკლენდელებმა მატჩში 26 სამქულიანი ესროლეს და მხოლოდ 6 მოათავსეს კალათში, რაც “მეომრებისთვის” ძალიან დაბალი შედეგია. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. “დათვებში” 22 ქულით ზაკ რენდოლფი გამოირჩა. “მემფისი” სერიაში 2:1 დაწინაურდა, მეოთხე მატჩი მემფისში 12 მაისს გაიმართება.

დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე “ჩიკაგო” საკუთარ დარბაზში “კლივლენდ კავალიერსს” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სერიას “ხარები” 2:1 იგებენ.

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 103:101 (28:18, 28:25, 29:23, 18:35)

“ვაშინგტონი”: პორტერი (17 ქ. 9 მ.), ბილი (17 ქ. 8 პ.), ნენე (17 ქ. 7 მ.), გორტატი (14 ქ.), პირსი (13 ქ.), ბაინამი (9 ქ.), შესნსი (8 ქ.), გუდენი (5 ქ.), ტემპლე (3 ქ.)

“ატლანტა”: შროდერი (18 ქ.), ტიგი (18 ქ. 7 პ.), ქეროლი (14 ქ.), ჰორფორდი (12 ქ. 10 მ.), სკოტი (8 ქ.), მილსაპი (8 ქ.), მუსკალა (7 ქ.), ბაზერმორი (7 ქ.), კორვერი (6 ქ.), მაკი (2 ქ.), ანტიჩი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=Dras7DIobmQ

სერიაში ანგარიში 2:1

“მემფის გრიზლი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 99:89 (23:20, 32:19, 24:25, 20:25)

“მემფისი”: რენდოლფი (22 ქ. 8 მ.), გასოლი (21 ქ. 15 მ.), ლი (11 ქ.), კონლი (11 ქ. 5 პ.), კუფოსი (8 ქ.), ალენი (8 ქ.), გრინი (7 ქ.), უდრიხი (7 ქ.), კარტერი (4 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (23 ქ. 6 პ.), ტომპსონი (20 ქ. 8 მ.), ბარნსი (16 ქ.), იგუადალა (9 ქ.), სფეიტსი (9 ქ.), გრინი (6 ქ. 7 პ. 6 მ.), ეზელი (2 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.), ბოგუტი (2 ქ. 8 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=o2j-bLe_Y2I

სერიაში ანგარიში 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111162