იტალიური "მილანი" "რომასთან" დღეს გასამართ XXXV ტურის შეხვედრაში ახალი მაისურით ითამაშებს. იმ მაისურით, რომლითაც ლომბარდიული გუნდი მომავალ, 2015-2016 წლების სეზონში იასპარეზებს. "როსნერის" ახალი ფორმის დიზაინი ტრადიციულ, შავ-წითელ ზოლებში იქნება მოქარგული. "მილანის" ლოგოს ნაცვლად კი მას, როგორც ამ სეზონში, ლომბარდიის ლოგო დაამშვენებს.