ფეხბურთი

20:23 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შიდაქართლელები ჩემპიონობისკენ მიიწევენ
“დილას” რიგებში ირაკლი ძარიას დებიუტი შედგა

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “დილა” ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. საქართველოს 27-ე ტურის მატჩის საწყის 10 წუთში ღირებული არაფერი მომხდარა.

მე-13 წუთზე ნიკა სიჭინავამ გიორგი ხიდეშელს “დილას” საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი აართვა და კარისკენ დაიძრა, თუმცა სანამ კარში დაარტამდა, ხიდეშელმა ვარდნაში შეცდომა გამოასწორა.

მე-17 წუთზე “დილას” კარისკენ ზედ საჯარიმოს ხაზთან ჯარიმა დაინიშნა. ახლო მანძილიდან ფოთელმა ლევან შენგელიამ არასწორად დაარტყა. 25-ე წუთზე ბაგაევმა კუთხურიდან ნიკა კვეკვესკირის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი გიორგი ერისთავს ჰქონდა, რომელმაც თითქმის 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კონსტანტინე სეფიაშვილის კარს მცირედით ააცილა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მეორე წუთზე ირაკლი მოდებაძემ სტუმართა მცველების შეცდომით ისარგებლა, ახლო კუთხიდან ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა და “დილა” დააწინაურა. დაწინაურებიდან ორიოდე წუთში “დილამ” კონტრშეტევა წამოიწყო, ერისთავმა ცენტრიდან ბურთი წამოიღო, ზურაბ თევზაძეს გასცდა, თუმცა უკანასკნელი საჯარიმოში მაინც დაეწია და ვარდნაში ბურთი აართვა.

78-ე წუთზე ლუკა რაზმაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლა უჩა სოსიაშვილმა მოედნაზე ირაკლი ძარია შემოიყვანა. თბილისის “დინამოდან” “დილაში” გადასვლის შემდეგ ძარიას ტრავმა აწუხებდა, სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა და მისი დებიუტი შედგა.

მატჩის ბოლო წუთზე ირაკლი მოდებაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეეძლო სეზონში მე-15 ბურთი გაეტანა, თუმცა სეფიაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა. საბოლოოდ მატჩი “დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გორელები 57 ქულით უმაღლეს ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. ქობულეთში ბათუმის “დინამოს” თბილისის “დინამოს” დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ამრიგად შიდაქართლელები ზღვისპირელებს 5 ქულით, ხოლო დედაქალაქელებს 6 ქულით უსწრებენ.

მომდევნო ტურში “დილა” სტუმრად “სამტრედიას” დაუპირისპირდება, ხოლო ფოთელები შინ მარტვილის “მერანს” მიიღებენ.

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (0:0)

9 მაისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”.

დილა: მიგინეიშვილი, ბაგაევი, ხიდეშელი (ჯაფარიძე 46), კვახაძე, რაზმაძე (ძარია 78), გორელიშვილი, გვალია, კვეკვესკირი, ხურცილავა, ერისთავი (ფალავანდიშვილი 84), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, შენგელია (ქორჩილავა 61), გიგაური, სიჭინავა (ამბროლაძე 68), ბარამიძე, ჯიშკარიანი, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (კაკულია 86), გოგონაია, გურეშიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (47)

გაფრთხილებები: გიორგი ლემონჯავა (23), აკაკი გვალია (74), ომარ გოგონაია (85)

მსაჯი: აბდულ ბასლეჰლო

0.112372