ფეხბურთი

20:15 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ფსკერზე გაურკვევლობაა

მიუნხენის “ბაიერნმა” სტუმრად დაკარგა ქულები. მიუხედავად იმისა რომ “ბაიერნი” მე-13 წუთზე ათი კაცით დარჩა, მთელი მატჩის განმავლობაში გვარდიოლას გუნდი ფლობდა უპირატესობას. საწყის წუთებზე რეინამ საკუთარ საჯარიმოში ბობადილია წესების დარღვევით შეაჩერა. ესპანელმა მეკარემ წითელი ბარათი მიიღო, პენალტი ვერჰაეგიმ შეასრულა, რომელმაც ძელს გაარტყა. ანგარიში არ გაიხსნა. 10 კაცით დარჩენილი ბავარიელები უტევდნენ, თუმცა ერთადერთი გოლი ნოიერის კარში გავიდა. 71-ე წუთზე ვერჰაეგის პასით ბობადილიამ გაიტანა.“ბაიერნი” ხომ ჩემპიონია, “აუგსბურგი” კი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის.

ბოლო ადგილოსანმა “შტუტგარტმა” შინ 2:0 დაამარცხა “მაინცი.” “მაინცი” უმოტივაციოდ არის დარჩენილი. შესაძლოა ჰუბ სტევენსის გუნდს გამარჯვება ამ ფაქტორმა გაუადვილა, თუმცა ფაქტია გოლები დასკვნით ნახევარ საათში გავიდა და საბოლოოდ რთული მატჩი გამოვიდა. "შტუტგარტს" ბუნდესლიგაში დარჩენის შანსები დიდავმა და კოსტიჩმა შეუნარჩუნეს.

კლოპის გუნდმა "ჰერტას" მოუგო. დორტმუნელები შესაძლოა ევროპალიგის ზონაში მოხდვნენ, ისინი ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. გოლები მხითარიანის პასებს მოჰყვა, სომეხის პასებით სუბოტიჩმა და დურმიმ გაიტანეს.

“გლადბახმა” მოუგო “ბაიერს” და მეორე ადგილი განიმტკიცა. უგოლო ტაიმის შემდეგ ჰერმანის პასით კრუზემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი თავად ჰერმანმა შეაგდო. ყველაზე ეფექტური გოლი კი ტრაორეს ანგარიშზეა. მან ცაციათი კარგად “მოჭრა” ბურთი, ლენო კი ვერ შეწვდა.

"ჰანოვერი" ბუნდესლიგაში დარჩენის შანსებს ინარჩუნებს. მათ შინ "ვერდერს" ვერ მოუგეს, რაც იუნუზოვიჩის ზუსტად შესრულებულმა სტანდარტულმა განაპირობა.

"აინტრახტმა" "ჰოფენჰაიმს" მოუგო. "სოფლელების" კარში პირველ ტაიმში სამი გოლი გავიდა. აქტიური იყო ოზციპკა. მან გოლი გაიტანა, შემდეგ საგოლე პასი შეასრულა. შეაგდო შვეიცარიელმა სეფეროვიჩმაც, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და მახვილი კუთხიდან ცაციათი გაიტანა.

გუნდები მჭიდროდ განლაგდნენ ცხრილის ფსკერზე. ორი ტურით ადრეც უცნობია, თუ ვინ ითამაშეს მეორე ბუნდესლიგაში.

ბაიერნი – აუგსბურგი 0:1 (0:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

ბაიერნი: რეინა, ბერნატი, დანტე, ბოატენგი, ვეისერი, ალკანტარა, შვაინშტაიგერი, ლამი (ნოიერი 14), გიოტცე, ლევანდოვსკი (რაფინია 74), მიულერი (პიზარო 74)

მთავარი მწვრთნელი: გვარდიოლა

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კლავანი, ჰონგი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი, ფოილნერი, ალტინტოპი (ჰოიბერგი 71), ეშვაინი (ტობიას ვერნერი 32), ბობადილია (მიოლდერსი 83)

მთავარი მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლები: 0:1 ბობადილია (ჰოიბერგის პასი 71)

მთავარი მსაჯი: საშა შტეგემანი

გაფრთხილება: დანტე (12), ჰონგი (77), რაფინია (90+2)

გაძევება: რეინა (13),

მე-15 წუთზე ვერჰაეგიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

დორტმუნდი – ჰერტა 2:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი.”

დორტმუნდი: ლანგერაკი, შმელცერი (პიშჩეკი 72), ჰუმელსი, სუბოტიჩი, დურმი, კელი, გიუნდოგანი, კამპლი, კაგავა (ბენდერი 84), მხითარიანი, აუბამეიანგი (იმობილე 67)

მთავარი მწვრთნელი: კლოპი

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი (ჰეიტინგა 55), სკილბრედი, პლატენჰარდტი, ლუსტენბერგერი, ჰარაგუჩი (რონი 84), შტოკერი, შულცი, კალუ (ვაგნერი 46)

მთავარი მწვრთნელი: პალ დარდაი

გოლები: 1:0 სუბოტიჩი (მხითარიანის პასი 9), 2:0 დურმი (მხითარიანის პასი 47)

მთავარი მსაჯი: ტობიას შტილერი

გაფრთხილება: ჰარაგუჩი (26), კელი (35), სკილბრედი (53), სუბოტიჩი (54), ლუსტენბერგერი (76)

ჰანოვერი – ვერდერი 1:1 (1:0)

ჰანოვერი, HDI არენა

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, შულცი, მარსელო, საკაი, სანე, შმიდებახი, პრიბი, კიოტაკე (კარამანი 67), სტინდლი, ბრიანი (ია კონანი 86)

მთავარი მწვრთნელი: ფრონცეკი

ვერდერი: კასტელსი, გებრე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ჰაიროვიჩი (ბარტელსი 46), ფრიტცი, ბერგფრედე (ოზთუნალი 46), იუნუზოვიჩი, დი სანტო, ზელკე (მაკიადი 90+2)

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 1:0 სტინდლი (ბრიანის პასი 21), 1:1 იუნუზოვიჩი (78)

მთავარი მსაჯი: დენიზ აიტეკინი

გაფრთხილება: მარსელო (34), ბრიანი (55), ვესტერგაარდი (65), სანე (85), სტინდლი (89)

აინტრახტი – ჰოფენჰაიმი 3:1 (3:0)

ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”

აინტრახტი: ტრაპი, ოცზიპკა, რუში, ზამბრანო, ჩანდლერი, იგნიოვსკი, მედოევიჩი (ფლუმი 35), ჰასებე, აიგნერი (ჯაკპა 71), შტენდერა (ინუი 84), სეფეროვიჩი

მთავარი მწვრთნელი: შააფი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, რუდი, აბრაჰამი, ბისაკჩიჩი (შტრობლი 46), ბეკი, ფოლანდი, შვეგლერი, პოლანსკი (ელიონუსი 46), ფირმინო, შალაი, მოდესტე (ციუბერი 46)

მთავარი მწვრთნელი: გისდოლი

გოლები: 1:0 ოცზიპკა (18), 2:0 სეფეროვიჩი (შტენდერას პასი 27), 3:0 ჩანდლერი (ოცზიპკას პასი 34), 3:1 ფოლანდი (51)

მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი

გაფრთხილება: ფოლანდი (5), სეფეროვიჩი (45), პოლანსკი (45), რუში (50), აიგნერი (69), ფირმინო (90+1)

გლადბახი – ლევერკუზენი 3:0 (0:0)

მიოხენგლადბახი, “ბორუსია-პარკი.”

გლადბახი: ზომერი, ვენდტი, იანჩკე, ბრაუერსი, კორბი, ჯაკა, კრამერი, ჯონსონი (აზარი 89), ჰერმანი (ტრაორე 82), რაფაელი (ჰანი 87), კრუზე

მთავარი მწვრთნელი: ფავრი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (დონატი 25), იედვაი, ტოპრაკი, ვენდელი, ბენდერი, როლფესი (რეინარცი 65), ბრანდტი, ჩალჰანოღლუ, სონი, კისლინგი (დრმიჩი 65)

მთავარი მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 კრუზე (ჰერმანის პასი 50), 2:0 ჰერმანი (81), 3:0 ტრაორე (ჯონსონის პასი 88)

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი

გაფრთხილება: ბენდერი (44), კრამერი (60), ჰილბერტი (61), ჯაკა (83), ტოპრაკი (87)

შტუტგარტი – მაინცი 2:0 (0:0)

შტუტგარტი, "მერსედეს-ბენც არენა"

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, რუდიგერი, ბაუმგარტი, შვააბი, დაიე (რომეუ 90+1), გენტნერი, კოსტიჩი (ვერნერი 88), დიდავი (მაქსიმი 76), ჰარნიკი, გინჩეკი

მთავარი მწვრთნელი: სტივენსი

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბუნგერტი (კლემენსი 87), ნოვესკი, ბენგსტონი, გაისი (ბლასისი 75), ბაუმგარტლინგერი, სამპერიო, მალი, მორიტცი (კო 46 ), ოკაზაკი

მთავარი მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 დიდავი (66), 2:0 კოსტიჩი (78)

მთავარი მსაჯი: მიხელ ვეინერი

გაფრთხილება: კლაინი (3), ნოვესკი (14), დიდავი (68)

0.15213