ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ფრანგი ნახევარმცველის სამირ ნასრისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ "ქალაქელთა" ჩილელმა მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
27 წლის შემტევმა დაზიანება ლონდონის "ტოტენჰემთან" მატჩისას მიიღო. ნასრის პრემიერლიგის უკანასკნელი სამი ტური გაუცდება ქპრ-ს, "სუონსისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ.
მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო.