ფეხბურთი

18:11 | 9.05.2015 | ნანახია 1191 - ჯერ

მოურინიო: "ჩეხის გარეშე პრემიერლიგას ვერ მოვიგებდით"

ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისურ მედიასთან საუბრისას სურვილი გამოთქვა, რომ გუნდის სათადარიგო მეკარე პეტერ ჩეხი ზაფხულში "არისტოკრატებს" არ დატოვებს. მოურინიოს თქმით, თუ მაინცდამაინც ასე მოხდება, მაშინ გამოცდილი მეკარე სათამაშოდ პრემიერლიგის გუნდში არ გადავა.

"ჩვენ ორი მაღალი დონის მეკარე გვჭირდება. პეტერის გარეშე არმგონია ჩემპიონები გავმხდარიყავით. იმედი მაქვს, იგი ჩვენთან დარჩება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ვიმედოვნებ, რომ პრემიერლიგის სხვა გუნდში არ გადავა, არ მინდა, რომ მის წინააღმდეგ თამაში მოგვიწიოს", - განაცხადა მოურინიომ.

პეტერ ჩეხმა მიმდინარე სეზონის წინ "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მან წლეულს ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა. მის სახელს ბოლო დროს იტალიური გუნდებს და "ლივერპულს" უკავშირებენ.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:43 | 04.05.2016
NGoLo KaNte (36472)

მასეა

22:13 | 09.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Joze she bozo

20:51 | 09.05.2015
amigo23 (14112)

20:51 | 09.05.2015
amigo23 (14112)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:24 | 09.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:02 | 09.05.2015
S.A.F. (2852)

ეკაიფება უეჭველი

19:57 | 09.05.2015
stoikovich (5984)

ვის აბოლებს ეს სირი

19:56 | 09.05.2015
stoikovich (5984)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.123133