ფეხბურთი

8:27 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ჩემპიონობისკენ მიიწევს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 36-ე ტური პარიზში დაიწყო. "პსჟ-მ" 6:0 გაანადგურა "გენგამი." ბლანის გუნდმა ჩემპიონობის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

მეორე წუთზე ორიემ სტუმართა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, კავანიმ დაასწო მცველს და მარცხენა ფეხით მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო.

რამდენიმე წუთში "გენგამი" გააქტიურდა. გვადალუპელმა კლაუდიო ბივუმ შორეული საჯარიმო დარტყმა ზუსტად და ძლიერად შეასრულა, თუმცა სირიგუმ ბურთი მოიგერია.

მე-18 წუთზე სილვიამ მარვუამ ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა. ვერატი-კავანი-ვერატი-იბრაჰიმოვიჩის კომბინაციას შვედის გოლი მოჰყვა. მან ოდნავ მახვილი კუთხიდან მოპირდაპირე კუთხეში გაიტანა.

52-ე წუთზე პასტორემ იაქტიურა, შეტევა იბრაჰიმოვიჩმა განავითარა, მის პასს კი კავანის გოლი მოჰყვა. ურუგვაელმა "ცხრიანში" გაიტანა.

ხუთ წუთში საგოლე პასი კვლავ შვედმა შეასრულა. იგი მეტოქის საჯარიმოში მეკარის ძელთან ახლოს აღმოჩნდა, ბურთი კი მეორე ძელისკენ ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მაქსველმა თავით გაიტანა - 4:0.

70-ე წუთზე ვერატის ბრწყინვალე პასით კავანი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. 90-ე წუთზე ლოსლის კარში მეექვსე გოლი გავიდა. იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მეკარემ კუთხე გამოიცნო, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.

ამ ტურში "პსჟ-ს" კონკურენტი "ლიონი" სტუმრად "კაენს" ეთამაშება, რომელიც გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება და სავარაუდოდ ფურნიეს გუნდს ადვილი მატჩი არ ელის.

პსჟ - გენგამი 6:0 (2:0)

პარიზი, "პარკ დე პრენსი."

პსჟ: სირიგუ, მაქსველი, ტიაგო სილვა, ორიე, მარკინიო, მატუიდი (რაბიო 77), კაბაი (ლუკას მოურა 69) , პასტორე (ლავეცი 78), ვერატი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გენგამი: ლოსლი, ლემაიტრე, იაკობსენი, სორბონი, კერბრატი, მატისი, მარვუა (კარდი 87), სანხარე, ჟირესი (დიალო 60), ბივუ, მანდანე (სალიბური 71)

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

გოლები: 1:0, 3:0, 5:0 კავანი (ორიეს პასი 2, იბრაჰიმოვიჩის პასი 52, ვერატის პასი 70), 2:0, 6:0 იბრაჰიმოვიჩი (ვერატის პასი 18, პენ 90), 4:0 მაქსველი (იბრაჰიმოვიჩის პასი 56)

მთავარი მსაჯი: სებასტიენ მორეირა

გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი (30), სანხარე (55), ლემაიტრე (90+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118832