ავტოსპორტი

1:35 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ვარჯიშზეც უსწრაფესია

ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრეკზე უსწრაფესია. თუნდაც თავისუფალი პრაქტიკების დროს. მართალია, ესპანეთის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე მას თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა, მაგრამ მეორე სესიაზე ჩემპიონმა „თავისი ადგილი“ დაიკავა. როსბერგმა კი, პირველ სესიაზე, პიტლეინზე გადაადგილების წესი დაარღვია, რის გამოც სტიუარდებმა მას გაფრთხილება მისცეს.

სხვათა შორის, მეორე სესიის დროს, როსბერგს გადაცემათა კოლოფში საფეხურების შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რამაც მის გამოსვლაზე უარყოფითად იმოქმედა. ამით კი სებასტიან ფეტელმა ისარგებლა და მეორე სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი მას დარჩა. ფეტელს პირველ სესიაზე მესამე დრო ჰქონდა. ორივეზე კი მეოთხე იყო მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი.

პირველ სესიაზე მეხუთე დრო ჰქონდა კარლოს საინს უმცროსს, რომლისთვისაც ეს ფ1-ის პირველი საშინაო რბოლაა. მას მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი, რომელსაც მეორე სესიაზეც მე-6 დრო ჰქონდა, საინსი კი ამჯერად მე-9 დროს დასჯერდა.

კვლავ ძრავთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა დანიელ რიკარდოს, რომელმაც ამის გამო, ორივე სესიის დიდი ნაწილი ბოქსებში გაატარა. არადა, ეს უკვე მისი მეოთხე ძრავია, რომლის გამოცვლის შემთხვევაშიც, ის სტარტზე პოზიციებს დაკარგავს. პრობლემების გამო, მას ორივე სესიაზე თანაგუნდელმა დანილ კვიატმა აჯობა.

მეორე სესიაზე მოხდა ინციდენტიც - სტარტ-ფინიშის სწორზე რომენ გროჟანის „ლოტუსს“ ძრავის ხუფი მოსწყდა და მისი ნამსხვრევები ტრეკზე მიმოიფანტა, რის გამოც, სესია ცოტა ხნით შეწყდა. სხვათა შორის, პირველ სესიაზე გროჟანს არ უასპარეზია - მის ნაცვლად კოკპიტში ადგილი ბრიტანელმა სარეზერვო პილოტმა ჯოლიონ პალმერმა დაიკავა.

პირველ სესიაზე ტრეკზე „უილიამსის“ ქალი მრბოლი, სუზი ვოლფი გამოვიდა, რომელმაც მე-14 დრო აჩვენა და უკან ორივე „მაკლარენი“, მისი ჩემპიონი პილოტებით მოიტოვა. ვოლფმა ვალტერი ბოტასის ბოლიდით იასპარეზა.

ესპანეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.828
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.898
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.806
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:27.832
  5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:28.132
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:28.529
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:28.785
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.831
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.075
  10. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:29.140
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.409
  12. რაფაელე მარჩელო (იტალია, ზაუბერი) 1:29.630
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი) 1:29.676
  14. სუზი ვოლფი (ბრიტანთი, უილიამსი) 1:29.708
  15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:29.813
  16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.817
  17. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:30.096
  18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:30.110
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:32.471
  20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:32.647

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.852
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.260
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.616
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:27.780
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:27.943
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:28.017
  7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.494
  8. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1:28.525
  9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:28.674
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.712
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:28.723
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:29.086
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.098
  14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:29.217
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:29.333
  16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:29.361
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.601
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:29.707
  19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:31.929
  20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:32.751

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174483