ჭადრაკი

22:47 | 8.05.2015 | ნანახია 1305 - ჯერ

16-წლიანებში ჩემპიონები გამოვლინდნენ

ნიკა ცომაიას და მარიამ ჯანიაშვილის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული დედაქალაქის ჩემპიონატი 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ჭაბუკთა შეჯიბრში 7-დან 6.5 ქულით დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე ნიკა ცომაია. გამარჯვებულს 1.5 ქულით ჩამორჩა ლაშა არევაძე.

4.5-4.5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 3. ლუკა ქორიძე, 4. ალექსი გუგუშვილი.

ასევე ერთპიროვნულად იმარჯვა მარიამ ჯანიაშვილმა გოგონათა ტურნირში. მის აქტივში 7-დან 5.5 ქულაა.

5-5 ქულით საპრიზო ადგილები გაიყვეს დალი ნანეიშვილმა და ეკეტერინე ცომაიამ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:52 | 09.05.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია საქართველოსაც ასახელებენ საერთაშორისო სარბიელზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15548
სარეკლამო ადგილი - 99
X x X