აზერბაიჯანის პრემიერლიგის 33-ე ტურში ბაქოს "ინტერმა" 4:0 დაამარცხა ბაქოს "ნეფთჩი." კახა ცხადაძის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე მოხვდნენ. 45-ე წუთზე ანგარიში ცხადაძემ გახსნა, მან 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში მსაჯმა წითელი ბარათი ორივე გუნდის თითო-თითო ფეხბურთელს უჩვენა. აზერბაიჯანის 10 გუნდიან პრემიერლიგაში "ინტერი" 59 ქულით მეორე ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-6 ტურში "კუპსმა" შინ 1:0 დაამარცხა "ჰიკი." მასპინძელთა შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში "კუპსი" 10 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "მარიენჰამნიმ" შინ 2:1 "კტპ." "კტპ-ს" განაცხადში მოხვდა გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. "კტპ" 5 ქულით მერვე ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში "რუბინმა" შინ 1:0 დაამარცხა "ყუბანი." ყაზანელთა შემადგენლობაში სოლომონ კვირველიამ სრულად ითამაშა, მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო. 24-ე წუთზე კვირკველიამ ყვითელი ბარათი მიიღო. რუსეთის 16 გუნდიან პრემიერლიგაში "რუბინი" 47 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "კალევმა" სტუმრად 5:0 დაამარცხა "ტარტუ." გამარჯვებულთა შემადგენლობაში იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატში "კალევი" 19 ქულით მესამე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხომ გეუბნებოიდთ არ უნდა ამ კაცს რეკორდები...ბოლო პერიოდი საერთოდ არ უთამაშია..მაგარი კაცია დურანტულა...