ფეხბურთი

21:59 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ბოატენგი, ისევ მესი...

ბოლო დროს უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ახალი რუბრიკა შემოიღო. ცნობილი ფეხბურთელები თავიანთი მოსაზრებით, ყველა დროის საუკეთესო გუნდს ასახელებენ, ოღონდ არა 11 ფეხბურთელის შემადგენლობით, არამედ ხუთით.

ამჯერად იგივე გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, ბოლო დროს ერთობ პოპულარულმა ჟერომ ბოატენგმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბოატენგის ხუთეულში ადგილი ლიონელ მესისთვისაც გამოიძებნა...

ბოატენგისეული ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მანუელ ნოიერი (გერმანია), მარსელ დესაი (საფრანგეთი), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ლიონელ მესი (არგენტინა)

ჟერომ ბოატენგის არჩევანის ნახვის საშუალება მოცემულ ბმულზე უკეთ შეგეძლებათ.

https://www.youtube.com/watch?v=rafbMoD3W78

0.120087