ფეირ პლეის წესების ღირსეული დაცვისთვის მომავალი სეზონისთვის ინგლისის პრემიერლიგას, ჰოლანდიის ერედივიზონსა და ირლანდიის პრემიერლიგას ევროპის ლიგაზე ერთით მეტი ადგილი გამოეყოფათ. ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებიდან დამატებული კიდევ ერთი გუნდი ევროპის ლიგაზე ასპარეზობას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ამის შესახებ უეფას ოფიცალური ვებგვერდი იუწყება.
გასულ წელს იგივე მონაცემებით უეფას რანგით მეორე ტურნირზე დამატებით ადგილები შვედეთს, ნორვეგიასა და ფინეთს ერგოთ.