რაფა ნადალი მადრიდის Mutua Madrid Open-ის ნახევარფინალშია. რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა მალიორკელმა ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:3, 6:4 მოუგო და მის მომდევნო მოწინააღმდეგეს ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და ამერიკელი ჯონ იზნერის დაპირისპირება გაარკვევს.
პირენეულ-ბალკანურმა პაექრობამ საათსა და 47 წუთს გასტანა. 28 წლის რაფამ 5 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა. კარიერის განმავლობაში ნადალი მეექვსედ შეხვდა დიმიტროვს და მეექვსედაც მოახერხა ბულგარელის გაწბილება.
შეგახსენებთ, რაფა მადრიდის „მასტერზ1000“-ის მოქმედი გამარჯვებულია, სულ კი ნადალმა ესპანეთის დედაქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრებაზე ოთხჯერ (2005, 2010, 2013, 2014) მოიპოვა მთავარი პრიზი.