ფეხბურთი

19:32 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მენეზს სასჯელი არ შეუმცირეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "მილანის" ფრანგი თავდამსხმელის ჟერემი მენეზის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა. "როსონერიმ" დისციპილინარებს სასჯელის შემცირების მოთხოვნით მიმართა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ.

"მილანის" განცხადება ჟერემი მენეზის დისკვალიფიკაციის შემცირების თაობაზე ანულირებულია", - წერია figc-ს საიტზე.

ჟერემი მენეზი "ჯენოასთან" მატჩის 73-ე წუთზე გააძევს, ხოლო მკაცრი სასჯელი მსაჯთან კამათის გამო გამოუტანეს. მან უკვე გამოტოვა ერთი შეხვედრა. ფილიპო ინძაგის განკარგულებაში ფრანგი მხოლოდ ჩემპიონატის ბოლო ტურში იქნება.

0.111323