ფეხბურთი

13:10 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგია: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დედაჩემს დაუკავშირდა”

აკაკი გოგია შესაძლოა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მიიწვიონ. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მე-3 ლიგის კლუბ “ჰალეშერს” დატოვებს, ინტერნეტპორტალ mz-web.de-სთან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დედამისს დაუკავშირდა.

11 ოქტომბერს, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ლაიფციგში გერმანიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გოგიას თქმით, საუცხოო იქნება თუ ის ქართველების რიგებში ითამაშებს.

გოგია გერმანიაში 2001 წლიდან ცხოვრობს და ბოლო 3-4 წელია საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, ახლობლებს ხშირად ურეკავს. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ქართულად წერა-კითხვა არ იცის. ქართულად გერმანულზე უკეთ საუბრობს, მაგრამ აქცენტით.

0.138688