ფეხბურთი

13:01 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

როისი “ჰერტასთან” მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი მარკო როისი “ჰერტას” წინააღმდეგ 9 მაისს გასამართ ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იურგენ კლოპმაც დაადასტურა.

გერმანელმა 31-ე ტურში “ჰოფენჰაიმთან” გამართულ შეხვედრაშიც ვერ მიიღო მონაწილეობა. დორტმუნდელები იმედოვნებენ, რომ 25 წლის ფეხბურთელი მოედანს “ვოლფსბურგთან” ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში მარკომ ტრავმის გამო 19 შეხვედრა გამოტოვა. სულ კი შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114096