ფეხბურთი

1:17 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალამდე არც ისე შორია

ევროპალიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" შინ "დნიპროს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. უკრაინული კლუბის სასტარტოში შემადგენლობაში მოხვდა ჯაბა კანკავა, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს. კანკავამ 24-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საპასუხო მატჩი კიევში 14 მაისს გაიმართება და ფინალისტის ვინაობაც იმ მატჩში გაირკვევა.

დანიის პირველი დივიზიონის 28-ე ტურში "ორჰუსმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "როსკილდე." გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა მათე ვაწაძე, ამჯერად მას გოლი არ გაუტანია. ქართველი ფორვარდი 88-ე წუთზე შეცვალეს. დავით სხირტლაძე მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში, დავით დევდარიანი კი კვლავ ტრავმირებულია. დანიის პირველ დივიზიონში 12 გუნდი მონაწილეობას, "ორჰუსი" 55 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს "ვიბორგს," რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117492