ფეხბურთი

21:46 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე: “მესი სხვა პლანეტაზეა”

წარსულში ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა და ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ელჩმა დავიდ ტრეზეგემ “სქაი სპორტთან” საუბარში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა. ტრეზეგეს განცხადებით, მას ძველი “იუვენტუსი” მოაგონდა, ხოლო ლიონელ მესის სხვა პლანეტაზე მყოფი ფეხბურთელი უწოდა.

“საპასუხო თამაშის წინ ძალიან იმედიანად ვარ. პირველი მატჩი შესანიშნავი იყო და იმ თამაშის გამეორება შესაძლებელია. მე ძველი, ჩემდროინდელი “იუვენტუსი” ვნახე.

საუკეთესო მოთამაშეები მსოფლიოში არიან – მესი კი სხვა პლანეტაზეა. ჩვენ მშვიდად ვართ და ჯერ მხოლოდ “რეალთან” თამაშზე ვფიქრობთ.

ტევესი? – გასაოცარი ფეხბურთელია. ჩვენ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”, - თქვა ტრეზეგემ.

“იუვენტუსმა” და “ბარსელონამ” ნახევარფინალის პირველი მატჩები საკუთარ მოედნებზე მოიგეს და ახლა მომავალ კვირაში მიღწეული შედეგების დაცვას სტუმრად შეეცდებიან.

0.113684