ფეხბურთი

21:34 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” პიოლის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომის “ლაციო” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელი სტეფანო პიოლის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2017 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს. მხარეების შესაბამისი სურვილის შემთხვევაში კი მისი გაგრძელება 2018 წლამდეც შესაძლებელი იქნება.

პიოლი რომაულ გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან ავარჯიშებს. გუნდი კი ამჟამად სერია A-ში მესამე ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან “რომას” ქულით ჩამორჩება. პარალელურად კი “ლაციო” იტალიის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

0.109044