მალიორკელმა რაფა ნადალი მადრიდის „მასტერზ1000“-ის მეოთხედფინალში იტალიელი სიმონე ბოლელის 6:2, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა. ნადალის მომდევნო მოწინააღმდეგე რეიტინგსიის ბულგარელი მეათე ნომერი გრიგორ დიმიტროვი იქნება.
ნადალისა და ბოლელის შეხვედრა მხოლოდ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. 28 წლის რაფამ ამ სათამაშო დროის განმავლობაში 4 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა. ნადალი ბოლელისთან დაპირისპირებისას კვლავინდებურად დაუმარცხებელია - მან პირად შეხვედრებში მიჯრით მეხუთედ სძლია ბოლელის.
აქვე მოგახსენებთ, რომ რაფას მომდევნო მეტოქემ დიმიტროვმა მერვედფინალში შვეიცარელ სტენ ვავრინკას მოუგო.