ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა.
ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახლდა, რომელმაც გასულ თვეში 6 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ანტუანმა ორ-ორი გოლი გაუტანა “მალაგას”, “ელჩესა” და “დეპორტივოს”, ხოლო თითოჯერ “კორდობასა” და “სოსიედადის” კარი აიღო.
მწვრთნელებს შორის კი, მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი გამოარჩიეს, რომლის გუნდმა გასულ თვეში ექვსიდან ექვსი მატჩი მოიგო. იტალიელი სპეციალისტის შეგირდებმა “გრანადას” (9:1), “ეიბარს” (3:0), “მალაგას” (3:1) და “ალმერიას” (3:0) საშინაო შეხვედრებში მოუგეს, ხოლო გასვლაზე “რაიო ვალეკანოს” (2:0) და “სელტას” (4:2) დამარცხება მოახერხეს.