ფეხბურთი

17:39 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დეპაი “წითელი ეშმაკია”

პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, მემფის დეპაის მომავალი კლუბის ვინაობა ახლა უკვე ოფიციალურად გაირკვა. 21 წლის იმედის მომცემი ფეხბურთელი ზაფხულიდან ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი იუწყება.

“იუნაიტედმა” და პსვ-მ უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას. ახლა მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა. დეპაი ოლდ ტრაფორდელებს მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

მემფის დეპაი პსვ-ს ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავდა. მიმდინარე სეზონში მან ერედივიზიონში ჩატარებულ 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109166