ტურინის “იუვენტუსს” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უბრუნდება. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. გამოცემის ცნობით, ტურინელთა შუახაზელი ვარჯიშს ხვალ გუნდთან ერთად შეუდგება და 13 მაისს, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება.
22 წლის ფეხბურთელი 18 მარტის შემდეგ, როცა “დორტმუნდთან” თამაშისას დაშავდა, ლაზარეთში იმყოფებოდა.