არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონში 150-ე მატჩს მომავალ ტურში სტუმრად როტერდამის “ფეიენოორდთან” ჩაატარებს.
მას “ვიტესში” დებიუტი 2010 წლის 18 სექტემბერს ჰქონდა, ხოლო გუნდის კაპიტნად 2011-2012 წლების სეზონში არნემელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან დერ ბრომმა დანიშნა.
“ფეიენოორდთან” მატჩისთვის კაშია კაპიტნის სამკლავურს თავისი დიზაინით დაამზადებინებს და მასზე ყველა იმ ფეხბურთელის გვარი დაიწერება, ვისთან ერთად ქართველს განვლილ წლებში “ვიტესში” უთამაშია.