მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ამბობს, რომ ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრასაც გამოტოვებს.
32 წლის ფეხბურთელი მოედანზე ბოლოს 11 მარტს გავიდა. კატალონიაში გამართულ პირველ შეხვედრაში “ბაიერნი” 0:3 დამარცხდა და “ბარსელონას” მიუნხენში 12 მაისს უნდა უმასპინძლოს.
“გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დიდი მიზნები მქონდა. ბევრს ვშრომობდი, რათა მწყობრში დროულად ჩავმდგარიყავი, თუმცა ტრავმას მოშუშება “არ სურს”. ეს ყველაფერი ძალიან მოსაბეზრებელია” - თქვა რიბერიმ.