სხვა

15:13 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცხოვრებაშვილი: “ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებთ”

მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართა.

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა და ნაკრების წევრებმა “პრაიმ თაიმის” პრესსკლუბში გასულ ევროპის ჩემპიონატზე, მოსამზადებელ ეტაპსა და უკრაინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრეს.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებთ. გასულმა ევროპის ჩემპიონატმა და ჩვენი ნაკრების მომზადების დონემ დაგვანახა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს. ძალისმიერ სპორტში მიმდინარე წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით უკრაინაში რიგით 25-ე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ფინანსურად “ლიბერთი ბანკი”, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო და სხვა ორგანიზაციები დაგვეხმარნენ, რომელთაც დიდ მადლობას ვუხდით.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქალბატონი - ლოლიტა გორეჯანიკი იასპარეზებს, დანარჩენი სპორტსმენები კი მამაკაცები იქნებიან. გვსურდა მეტი ქალბატონი სპორტსმენი გვყოლოდა, თუმცა ფინანასურად მეტს ვერ გავწვდით. ვაჟთაგან გიორგი ბეროშვილი, გიორგი გოგოლიძე, ჯიმშერ ჩხეტიანი, ავთანდილ ახვლედიანი და სხვა ძლიერი სპორტსმენები წარადგენენ ჩვენს გუნდს. მათი წარმატების იმედი გვაქვს, შესაძლოა, ყველა არაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა”, - განაცხადა ირაკლი ცხოვრებაშვილმა.

“ჩვენი გაერთიანების არსებობის ისტორიაში საქართველოს 46 ოქროს მედალი მოვუპოვეთ. ეს მედლები მოიპოვეს როგორც პროფესიონალებმა, ასევე მოყვარულებმა და ვეტერანებმა. იმედი გვაქვს, კიდევ არაერთ მედალს მოვუტანთ სამშობლოს.

ჟურნალისტების საყურადღებოდ ვიტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის შესაძლებელია ჩვენთან დაკავშირება და შKYPE-კონფერენციის გამართვა. ამის შესახებ შეგიძლიათ ჩემს დას, ჩვენ თანამშრომელ ქეთევან ცხოვრებაშვილს დაუკავშირდეთ”, - დაასრულა ცხოვრებაშვილმა.

შეგახსენებთ ძალისმიერი სპორტის ქართული გაერთიანება 2013 წლის 7 მაის შეიქმნა, 2014 წლის დეკემბრიდან კი საერთაშორისო ასოციაციამ აღიარა.

0.207327